,,უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო"- გიორგი ვოლსკი
,,უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
,,ეს არ არის აღიარება, ეს არის გამოუვალი მდგომარეობა, როდესაც დამალვას აზრი აღარ აქვს. უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ჩართულები იყვნენ მეტ-ნაკლებად ამ საომარ პროცესებში, რაც, სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. საქართველოს ჩათრევაც ამ პროცესებში სწორედ უშველებელი ფულის რესურსის მობილიზებითა და ხარჯვით ხორციელდებოდა,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს