,,სცენაზე იმიტომ ავედი, რომ ვიგრძენი, ეს ხალხი თუ წავიდა და დაიშალა, ამათ ჩვენ ვეღარ შევკრებთ"- პაატა ბურჭულაძე
,,ვისურვებდი, როგორც ყველა ჩვენგანი, რომ პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ. ისინი ვერ ახერხებენ გაერთიანებას. სხვა გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ უნდა დავიწყოთ რაღაცის კეთება და ხელში ავიღოთ მართვის სადავეები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა, პაატა ბურჭულაძემ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
,,არ მინდა მცდარი აზრები ვთქვა და მცდარი მომავალი, რომ ახლა ჩვენ დავიწყებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ, უნდა ვცადოთ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. პოლიტიკური პარტიები თუ არ გაერთიანდნენ გამოდის, რომ ისინი თამაშობენ ჩვენი ე.წ. მთავრობის თამაშს. ამიტომ, სულ არ გვინდა ჩვენ ეგეთი რამ.
31 რიცხვი ხომ მისი [სალომე ზურაბიშვილის] გამოცხადებული დღეა, როდესაც იბარებ და მოდის 100 000 ადამიანი, მაპატიეთ და, ცოტა მეტი სათქმელი უნდა გქონდეს, სხვანაირად არ უნდა დაიბარო. მე მინდოდა რაღაც გეგმა, რომელიც იტყოდა: დღეს ამას ვაკეთებთ, ხვალ ამას ვაკეთებთ; მაგრამ რაღაც პლატფორმის შექმნა, რომელმაც შეიძლება მომავალში რაღაც მოგცეს ან არ მოგცეს, იქ არაფრისმთქმელი იყო. მე რატომ ავედი სცენაზე, იმიტომ კი არა, რომ რაღაც მინდოდა მეთქვა, მე ამოვედი სცენაზე იმიტომ, რომ ვიგრძენი, რომ ეს ხალხი თუ წავიდა ახლა და დაიშალა ასე, ამათ ჩვენ ვეღარ შევკრებთ. ამიტომ, მე და ნადიმ ხმალაძე ავედით სცენაზე და მოვუწოდეთ ხალხს 8-ში [შეკრებისკენ], სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი, არ გეგონოთ, რომ ვინმე მომზადებული იყო”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა