"ოპოზიციაში არის არეულობა, რადგან როდესაც თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, ამან დაბნეულობა გამოიწვია"- მამუკა მდინარაძე
ოპოზიციაში არის არეულობა, რადგან როდესაც თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, ამან დაბნეულობა გამოიწვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას საერთო პატრონი ჰყავს, საერთო დავალებებით მოქმედებს, საერთო ადგილებიდან იმართება და საერთო მიზნისთვის მოქმედებს.
„ოპოზიციაში არის არეულობა იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი და არა მარტო მათ სამწუხაროდ, მათ მომხრეებსაც არასწორი მოლოდინი გაუჩინეს თავისი ძალით მუხტის შექმნის რაღაც მოგონილი ნარატივებით. როდესაც თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, ამან დაბნეულობა გამოიწვია. „ნაცმოძრაობამ“ საერთოდ ოფისი გაყიდა, ჩამოიშალა მთლიანად. ჩვენი ერთ-ერთი დაპირებაც ეს იყო სხვათა შორის. ისინი ცდილობენ, რომ რაღაც ერთმანეთს გადააბრალონ. ეს ადამიანური მომენტებია, თორემ საერთო პატრონი ჰყავთ, საერთო დავალებებით მოქმედებენ, საერთო ადგილებიდან იმართებიან და საერთო მიზნისთვის მოქმედებენ. შიდა დაპირისპირება და ვინ ვისზე განაწყენდება, ვინ ვის დააბრალებს საკუთარ წარუმატებლობას, არც არის საინტერესო“, – განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს