"თუ ადამიანებს [ოპოზიციაში] მიაჩნიათ, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მე ამას არ ვეთანხმები – ეს იქნება კატასტროფა და ანტისახელმწიფოებრივი"- პაატა ზაქარეიშვილი
კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი არჩევნები არის დემოკრატიული გამოცდა და ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ანტისახელმწიფოებრივი იქნება.
„საჭიროა მეტი პროტესტი. კარგი, თუ ადამიანებს არ სჯერა ოპოზიციის და მიაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა – კი ბატონო. მე ამას არ ვეთანხმები, მაგრამ მე ერთი ვარ, მარტო ვარ და უმცირესობაში ვარ უკეთეს შემთხვევაში. ცალსახად, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი, შევდივართო დღის წესრიგშიო. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი არჩევნები არის დემოკრატიული გამოცდა, შენ თუ არჩევნებზე უარს ამბობ და აქეთკენ მიდის „ქართული ოცნება“, მას უნდა, რომ ოპოზიციის გარეშე ჩაატაროს არჩევნები, აქ გაყალბებაც არ დასჭირდება ისე მიითვისებს ხელისუფლებას, აკრძალავს ნაციონალურ მოძრაობას“, სხვები გამოაცხადებენ ბოიკოტს. ეს არის ნამდვილი „ქართული ოცნების“ ქართული ოცნება, რეალური, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სიახლეები
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
- ,,თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება"- მიხეილ სარჯველაძე
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე