"უკვე მესამედ ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი" - უჩა ნანუაშვილი ამერიკულ FARA-ს კანონზე
„წელს, უკვე მესამედ, ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი”,- ამის შესახებ, ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, „ეს კანონი რუსულია იმიტომ, რომ მისი მთავარი დანიშნულება არის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელება და სწორედ აქეთკენ არის მიმართული მთელი „ქართული ოცნების“ მიზანი და ამისკენ მიმდინარეობს მთლიანად ბოლო თვეების განმავლობაში არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა“.
ნანუაშვილი, ამერიკულ FARA-ს კანონს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი აღსრულება ვერ მოხერხდეს.
„რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება როგორც ყოველთვის იქნება საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული იმ კონვენციების, რომელსაც საქართველო შეუერთდა წლების წინ და რომლებიც დღემდე მოქმედებს, მათ შორის, ევროპული კონვენცია, მათ შორის, სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რომელთანაც შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონი არის პირდაპირ წინააღმდეგობაში. ანუ, ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ანტიხალხური, ანტიქართული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს და სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი დარჩეს გამარჯვებული ამ ბრძოლაში“, -განაცხადა ნანუაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს