"ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა" - ნინო წილოსანი
“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების დაყადაღებას ეხმაურება.
„ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა.
მისი ეს და სხვა დანაშაულებრივი ფონდები, კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, იმ აგრესორებს აფინანსებდნენ, რომლებმაც აქციების დროს პარლამენტი გადაწვეს, პოლიციელები დააზიანეს, ქვეყანაში ქაოსის ცეცხლი დაანთეს და სხვა და სხვა.. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, რევოლუციას აორგანიზებდნენ
რევოლუციის ორგანიზატორები რომ შევაფასო, ვიტყოდი, კლასიკური სცენარით „აგენტებად”, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ფაქტია შეცვალეს ტაქტიკა…“, – წერს ნინო წილოსანი.
სიახლეები
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
- ,,თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება"- მიხეილ სარჯველაძე
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე