"რადიკალური ოპოზიცია არათუ ულიდეროდ არის, არამედ ურეიტინგოა" - დავით მათიკაშვილი
“ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია არათუ ულიდეროდ არის, არამედ ურეიტინგოა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ქვეყანაში არეულობა ვერ შეძლო.
“სალომე ზურაბიშვილი როცა საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მას რადიკალური ოპოზიცია როგორ მოიხსენიებდა, კარგად გვახსოვს. ისიც გვახსოვს, შემდეგ ისინი ერთ ნავში როგორ აღმოჩნდნენ, უცხოეთიდან დავალებებს ერთად როგორ იღებდნენ, როგორც ჩვეულებრივი აგენტურა. როგორც ჩანს, მათ ეს დავალებები ვერ შეასრულეს, ქვეყანაში არეულობა ვერ შეძლეს, ვერც ცეცხლის დანთება და ვერც რევოლუცია მოაწყვეს. ალბათ უკვე მათი შიდა ინტერესები აღარ ემთხვევა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთ ნავში მყოფი, ერთი დავალების მიმცემი პირებისთვის, ვინც არიან სალომე ზურაბიშვილი და დანარჩენი რადიკალები, ისინი, ამ შემთხვევაში, გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, ერთია, რადგან მათი რეიტინგი ნულოვანია. რადიკალური ოპოზიცია არათუ ულიდეროდ არის, არამედ ურეიტინგოა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სიახლეები
- გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება
- “რა კონსპირაციული გეგმით განხორციელდა ომის, შემოჭრისა და ოკუპაციის ორგანიზება, ჯერ კიდევ კვლევის საგანია” - გიორგი ვოლსკი
- არაქისის კარაქი
- “რუსები შეეცდებიან ამერიკა მოატყუონ, რასაც არ დავუშვებთ” - ზელენსკი
- თურქეთში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები