რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევისთვის 170-ზე მეტი დრონი გამოიყენა
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 17 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 174 დრონი.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 90 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, კიევის, პოლტავის, სუმის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებში, ხოლო 70 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე