"ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით, მისი ამ ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი" - დავით მათიკაშვილი
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაჟნების კონტეინერით - მისი ამ ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მისი კვეთის ლეგალურობა, ანუ სსკ-ით გათვალისწინებული ქმედება - სასამართლომ ამის სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყველა განცხადება, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ისმის, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯების და ცრუ ინფორმაციის საზოგადოებისთვის თქმის საფუძველია.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაჟნების კონტეინერით, როგორ ჩატარდა სპეცოპერაცია - მაღალი ალბათობით სხვა ქვეყნის დახმარებით. რა ძნელად წარმოსადგენია, რომ ასე ჩუმად გადმოეკვეთა ის ქვეყანა სააკაშვილს და ასე ჩუმად შემოპარულიყო საქართველოში თუკი იმ ქვეყნიდან ცალკეული ნება არ იქნებოდა. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი ამ ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მისი კვეთის ლეგალურობა, ანუ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და სასამართლომ ამის სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა. შესაბამისად, ყველა განცხადება, რაც ამ თემასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისმის, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯების და ცრუ ინფორმაციის საზოგადოებისთვის თქმის საფუძველია. აქ ჩვეულებრივ დანაშაულს აქვს ადგილი. ამ საკითხს კიდევ რა მიზნები ჰქონდა - რატომ შემოიპარა არჩევნების დროს და რა მიზნით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ, ეს კიდევ ცალკე საკითხია. აქ „გლობალური ძალების” ხელი ურევია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო, არალეგალურად შეცვლილიყო ხელისუფლება, ზემოქმედება მოეხდინათ ქართველი ხალხის ნებაზე და შემდგომ ჩაერთოთ იმ გლობალურ პროცესებში, რაც უკრაინაში ომის დაწყებით გამოიხატა. საქართველოს ის როლი უნდა შეესრულებინა, რაც გლობალური ომის პარტიას სურდა - ჩართულიყო ომში”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე