"პარლამენტში თუ არ შემოდიხარ, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას იღებ, ეს წესის ბოროტად გამოყენებაა და ეჭვის ქვეშ აყენებს, გეკუთვნის თუ არა ეს თანხა, მით უმეტეს, თუ საბოტაჟს ეწევი" - გიორგი ვოლსკი
“პარლამენტში თუ არ შემოდიხარ, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას იღებ, ეს წესის ბოროტად გამოყენებაა და ეჭვის ქვეშ აყენებს, გეკუთვნის თუ არა ეს თანხა, მით უმეტეს, თუ სამსახურს აცდენ და საბოტაჟს ეწევი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხი სამსჯელოა.
“ჩვენ მომხრე ვართ, რომ ადამიანები რა მხარდაჭერასაც მიიღებენ საზოგადოებისგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმის პროპორციული დაფინანსება მიიღონ. შენ ეს მხარდაჭერა მიიღე, რომ პარლამენტში იმუშაო. საკითხის მექანიკური გადაწყვეტა ისე, რომ შენ არჩეული ხარ, პარლამენტში არ შემოდიხარ, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას მაინც იღებ, ბოროტად გამოყენებაა იმ წესის, რომელიც ნორმალური, ევროპული ურთიერთობის პირობებშია გათვალისწინებული. თანხა გამოიყენო და არ იმუშაო იქ, სადაც უნდა იმუშაო ამომრჩევლის ნება-სურვილის შესაბამისად, უკვე ეჭვის ქვეშ აყენებს, საერთოდ გეკუთვნის თუ არა ბიუჯეტიდან თანხები. მით უმეტეს, თუ სამსახურს აცდენ და საბოტაჟს ეწევი. არ ვიცი, მომავალში როგორ გადაწყდება, მაგრამ ალბათ ამ კუთხით ამ თემაზე სამსჯელოა. არც ლოგიკით, არც წესით და კანონით არ ეკუთვნის ადამიანს ბიუჯეტიდან თანხა, რომელიც მას კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად გამოეყო. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს