"ჩვენ თუ ვიყავით პრორუსულები აღმოჩნდა, რომ თურმე ტრამპიც პრორუსული ყოფილა" - მარიამ ლაშხი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი დონალდ ტრამპის მიმართ ქართული ოპოზიციური სპექტრის მხრიდან კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახლა პრორუსულობას უკვე აშშ-ის პრეზიდენტს აბრალებენ.
„ჩვენ თუ ვიყავით პრორუსულები აღმოჩნდა, რომ თურმე ტრამპიც პრორუსული ყოფილა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს იმიტომ, რომ შინაარსს დაცლილი, გაანალიზებას დაცლილი მსჯელობები მათი ხელწერაა და პირადი შეურაცხყოფებიც მათი ხელწერაა და არც ახალია მათი მხრიდან“, – განაცხადა ლაშხმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, შეურაცხმყოფელი და ღიმილის მომგვრელია ოპოზიციონერთა ფერისცვალება, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, თუმცა ანტიამერიკულ ნარატივზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მათთვის არახელსაყრელი განცხადებები გააკეთა.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი