პოლიტიკა „ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჭკვიანი, გავლენიანი ადამიანები უკვე საჯაროდ ლაპარაკობენ, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება” – წილოსანი
“უკრაინამ ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და შეძლო საქართველომ. შევძელით იმ ძალიან დიდი ძალისხმევით და იმ წინააღმდეგობის გაწევით, რომელიც ალბათ ყველასთვის თვალნათელი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჭკვიანი, გავლენიანი ადამიანები უკვე საჯაროდ ლაპარაკობენ, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება. ეს თავიდანვე ძალიან ნათლად ჩანდა, უბრალოდ იმდენად იყო საინფორმაციო სივრცე ჩაკეტილი და იმდენად მძლავრად მუშაობდა „დიფ სთეითის“ მანქანა, რომ ვერავინ ვერ ბედავდა [ამაზე საუბარს] და პირიქით, ამის საწინააღმდეგოს პროპაგანდირებდნენ. უკრაინამ ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და შეძლო საქართველომ. შევძელით იმ ძალიან დიდი ძალისხმევით და იმ წინააღმდეგობის გაწევით, რომელიც ალბათ ყველასთვის თვალნათელი იყო“, – განმარტა წილოსანმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე