ლორა თორნტონი მოუწოდებს მომიტინგეებს საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ.
გამოცემა Civil.ge-სთვის დაწერილ სტატიაში, სახელწოდებით „როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?“ თორნტონი წერს, რომ მას ქართველი პროტესტის მონაწილეთა გამძლეობა ახსენებს დემოკრატიის სხვა გმირებს.
„მოძრაობის გადაყვანა ღამის პროტესტებიდან დღის სტადიაზე, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე გადასვლა – ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენა – ეკონომიკას პარალიზებას გაუკეთებს და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. საბოლოოდ, ხშირად ეს რიცხვების თამაშია – მასობრივი შეტევა, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პირებს დაასუსტებს და საბოლოოდ შეარცხვენს”, – წერს თორნტონი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე