,,ქართველი ხალხი არ კადრულობს იმას, რომ ჩაერიოს ესტონელი, ლიეტუველი თუ ჩეხი ხალხის შიდა საზოგადოებრივ საკითხებში; ამიტომ, ნურც ამ ქვეყნების ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში” – შალვა პაპუაშვილი
,,ამ დღეებში, როგორც იცით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული არჩევნები იმართებოდა. ვნახეთ ჩვენ ბევრი განცხადება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უჭერდა მხარს და არ აღიარებს, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს, რისთვისაც მადლობელი ვარ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს საქმეებში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევის საკითხს გამოეხმაურა.
„ყველა აი ამ უცხოურ უწყებას მინდა, შევახსენო, იმ წინადადებას, რასაც წერენ დაუფიქრდნენ რამდენად გულწრფელი არიან ამ წინადადებაში, იმ სეგმენტში რასაც ჰქვია სუვერენიტეტის პატივისცემა. იმიტომ, რომ რასაც ზოგიერთი უცხოური ხელისუფლება დღეს აკეთებს, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა; პირდაპირ ხელების ფათური ჩვენს პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხალხი, რომელმაც მართლაც და არაფერი ხაჭაპურის იქით საქართველოს შესახებ არ იცის, ზოგი შორიდან ტექსტებით გველაპარაკება, ზოგი აქ ჩამოდის და მიტინგზე დგება და რატომღაც თავს უფლებას აძლევს, რომ ჩაერიოს უცხო ქვეყნის, უცხო საზოგადოების ცხოვრებაში.
ქართველი ხალხი არ კადრულობს იმას, რომ ჩაერიოს ესტონელი, ლიეტუველი თუ ჩეხი ხალხის შიდა საზოგადოებრივ საკითხებსა თუ პოლიტიკაში. ამიტომ, ნურც ამ ქვეყნების ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე