“მივმართეთ სასამართლოს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ წარადგინა, კიდევ ერთხელ იქნეს გადასინჯული და მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს” – ომბუდსმენი
“მივმართეთ სასამართლოს, სადაც სწორედ პატიმრობის მართებულობაზე ვისაუბრეთ, ვთქვით, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ წარადგინა, კიდევ ერთხელ იქნეს გადასინჯული, რომ ეს აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.
„ვაგრძელებთ მუშაობას. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ვივამედის“ ექიმის განცხადება ვნახეთ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს მკურნალობა იქნეს მის მიერაც მიღებული და დაექვემდებაროს ამ რეკომენდაციებს. საქმის საგამოძიებო მასალებთან ჩვენ არ გვაქვს წვდომა და საქმის მასალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდესაც მთლიანად შევისწავლით, გვექნება საშუალება, შევაფასოთ, რამდენად ეფექტური იყო გამოძიება, რა მტკიცებულებები იყო. ერთადერთი, შემიძლია, გავიმეორო, რომ აღკვეთის ღონისძიების ნაწილში პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაზე მოვუწოდებ სასამართლოს, გაითვალისწინოს ჩვენს მიერ მომზადებული ამიკუსი და იხელმძღვანელოს იმ გარემოებებით, იმ მტკიცებულებებით, რაც ავსახეთ მასში. შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება სხვა ფორმით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება