“საზოგადოებას ახსოვს, რომ 2008 წლის ომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სახელმწიფოს ღალატის, იგივე სამშობლოს ღალატის მუხლი” – მათიკაშვილი
“საზოგადოებას ახსოვს, რომ 2008 წლის ომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სახელმწიფოს ღალატის, იგივე სამშობლოს ღალატის მუხლი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს დღევანდელი გადასახედით არის აბსოლუტურად გასაგები, რადგანაც ეს რეჟიმი პირდაპირი მნიშვნელობით აპირებდა საკუთარი ქვეყნის ღალატს. რაც პრინციპში მანამდეც ჩაუდენია, თუმცა 2008 წლის მოვლენები ამ მოცემულობის მკაფიო ხაზგასმაა. ომის შემდგომ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების მიყიდვა რუსეთისთვის და არა ერთი. სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, იქნება კონკრეტული დისპოზიცია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაუქმებული „სამშობლოს ღალატის” მუხლი აღდგება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს