ტრამპმა ხელი მოაწერა იმპორტირებული ფოლადის და ალუმინის 25%-ით დაბეგვრის განკარგულებას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა იმპორტირებული ფოლადისა და ალუმინისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესების განკარგულებას.
10 თებერვალს, დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ფოლადის და ალუმინის ადგილზე წარმოება სჭირდება, ქვეყანაში მრეწველობის დაბრუნების დროა და ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.
ახალი საბაჟო ტარიფი ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, საიდანაც ამ პროდუქციის იმპორტირება ხდება. შეერთებული შტატებისთვის ფოლადის და ალუმინის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან მეზობელი კანადა და მექსიკა. ასევე, სამხრეთი კორეა.
კანადის ონტარიოს პროვინციის გუბერნატორმა დაგ ფორდმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა ქაოსში, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკონომიკას. ონტარიოს პროვინცია კანადაში ფოლადის წარმოების ძირითადი ადგილია.
საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ფოლადისა და ავტომობილების მწარმოებელი სამხრეთკორეული კომპანიების აქციების კურსის ვარდნა გამოიწვია.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი