ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სახლთან თავს დაესხა სამი ნიღბიანი
ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც იანვარში აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და სხვები, აცხადებს, რომ თბილისში დღეს დილით თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში გაბიტაშვილი ამბობს, რომ ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა სახლთან ძაღლს ასეირნებდა და სცემეს. ლაშა გაბიტაშვილს სახეზე დაზიანებები ეტყობა.
„ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერავის საერთოდ. დროა, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვათ... ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევიან“, - ამბობს გაბიტაშვილი.
შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
„აბუ-დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, გამოგზავნეს შემსრულებლები. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ“, - თქვა მოგვიანებით ლაშა გაბიტაშვილმა „TV პირველთან“ საუბრის დროს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს