,,გიორგი ვაშაძე აზრზე არ არის, ახლა რისი დროა და მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამას ადასტურებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი
,,გიორგი ვაშაძე აზრზე არ არის, ახლა რისი დროა და მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამას ადასტურებს”, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„დღეს არის ძლიერი პარტიების, დემოკრატიული პროცესის, ქვემოდან ზემოთ მომავალი პრიცესის დრო, როდესაც ხალხი წყვეტს, მათი წარმომადგენლები ვინ არიან და არა – ვაშაძის ბელადი ან ვაშაძის დონორი. ამისი დროა ახლა და ხალხი თვითონ განსაზღვრავს თავის წარმომადგენლებს, და პირიქით, ხალხი ითხოვს მრავალფეროვან არჩევანს, ძლიერ პარტიებს. ხალხი ითხოვს მათი ინტერესების დაცვას, მათი ინტერესებისთვის დებატებს და ამ პროცესს თუ წარმატება უწერია, ასე დასრულდება როგორც მე ვამბობ და არა ისე, როგორც გიორგი ვაშაძე“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ,,ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ერთიანობაა”.
სიახლეები
- დანიის ზოოპარკი მტაცებლების გამოსაკვებად არასასურველ შინაურ ცხოველებს ითხოვს
- “უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა” - შალვა პაპუაშვილი
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს