"გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზეც" - ირაკლი კობახიძე
სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე-გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე საუბრისას განაცხადა, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ განსხვავდება იმ ხელისუფლებისგან, რომელიც „არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“.
„სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ შემთხვევაშიც, ზრუნვა არის მაქსიმალური. ასევე მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ კონკრეტული გამოკვლევები ჩატარდა, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, გაგრძელდება დაკვირვება, ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად ამ პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, აქაც განვსხვავდებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს