,,როგორ შეიძლება, გერქვას ევროპელი, ან ამერიკელი, როცა თვალში ნაცარს აყრი მოსახლეობას და 5-დღიან ძალადობას, ომის ნამდვილ იმიტაციას, უწოდებ მშვიდობიან მიტინგს"- ირაკლი კობახიძე
როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ევროპელი, ან როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ამერიკელი, როცა თვალში ნაცარს აყრი შენი ქვეყნის მოსახლეობას და 5-დღიან ძალადობას, ომის ნამდვილს იმიტაციას უწოდებ მშვიდობიან მიტინგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში განაცხადა.
„მესიჯი აქვთ ასეთი დალაგებული, ამას აკეთებს, მათ შორის, ბრიუსელის ბიუროკრატია, ჩინოვნიკები ბრიუსელიდან, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადა პოლიციამ. სინამდვილეში რა ხდება, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რამდენად „მშვიდობიანი“ იყო ეს მიტინგები. 5 დღის განმავლობაში, თვითონ ამბობდნენ, ეს არის მშვიდობაო? მათ შორის, ე.წ. ჟურნალისტები, ანუ იმ მასშტაბის ძალადობა იყო, რომ მშვიდობა დაირღვა ქვეყანაშიო თვითონ ამბობდნენ. სხვათა შორის, პირველი 5 დღე ვერავინ ვერ იკადრა იმის თქმა, რომ მშვიდობიანი იყო ეს მიტინგები, ვგულისხმობ ჩინოვნიკებს და როგორც კი გავიდა ერთი კვირა, ესეც კი იკადრეს, ეს ხომ სამარცხვინოა. როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ევროპელი, ან როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ამერიკელი, როცა თვალში ნაცარს აყრი შენი ქვეყნის მოსახლეობას და 5-დღიან ძალადობას, ომის ნამდვილს იმიტაციას უწოდებ მშვიდობიან მიტინგს. როგორ შეიძლება ასეთი სირცხვილი მიჰყიდო საქართველოს მოსახლეობას. სიბნელე ხომ არ არის, ჩვენს ქვეყანაში, არის გამოცდილი და განათლებული ხალხი, ვინც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ გეუბნებიან, რომ ეს იყო მშვიდობიანი მიტინგი და მშვიდობიანი მომიტინგეები და ამათზე იძალადა სახელმწიფომ. კონსტიტუციურ სამართალში არის ღრმად დამკვიდრებული ასეთი კონცეფცია, რომ სახელმწიფოს აქვს მონოპოლია ძალის გამოყენებაზე, ანუ ერთადერთი, ვისაც შეუძლია სახელმწიფოში ლეგიტიმურად ძალა გამოიყენოს, ეს არის სახელმწიფო. აქ ხდებოდა რა, ძალას იყენებდა მოძალადე მოქალაქე პოლიციელის წინააღმდეგ და შენ გეუბნებიან, რომ ამან პასუხიც არ უნდა დააბრუნოს. ყველაფერს აყირავებენ პირიქით, მონოპოლია ძალის გამოყენებაზე აქვს პოლიციელს, მის წინააღმდეგ ძალადობდნენ და პოლიციას არც უნდა ეპასუხა. ეს არის უმარტივესი, სამარცხვინო სპეკულაციები, რაც დევს უბრალოდ ხელის გულზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან აკნინებს ევროპელი ჩინოვნიკების იმიჯს ჩვენს ქვეყანაში და ქართული საზოგადოების თვალში. უბრალოდ სამარცხვინოა ეს ყველაფერი. არ ვიცი, საბჭოთა კავშირშიც, რაღაც პერიოდის მერე მგონი ასეთი სამარცხვინო განცხადებებს არ კადრულობდნენ. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- “გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში” - შალვა პაპუაშვილი
- “პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ - სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები - ბრძოლა ბოლომდე!” - გიორგი ახობაძე
- რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ცემენტმზიდი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
- “მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა” - გიორგი გახარია
- „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს