"საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში"- ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან. განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები საერთო ინტერესების რიგ სფეროებში. ხაზი გავუსვით ვაჭრობისა და ეკონომიკის სექტორებში, ასევე ენერგეტიკის სფეროში, თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში”, – აღნიშნავს პრემიერი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს