,,სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, გაუთიშონ ინტერნეტი ან გადაიყვანონ ციხეში” – ანა ბუჩუკური
,,სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, ან გაუთიშონ ეგ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში, რადგან ფაქტია, რომ თავს გადასარევად გრძნობს”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის “ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„ქუჩის პროტესტები თბილისში და თბილისს გარეთ – ამ პროცესებს უბრალოდ აბინძურებს და აზიანებს, ჩვეულებრივი მავნებელია. ჩვენს გუნდს სააკაშვილი ვერასდროს დააზიანებს, მაგრამ პროცესს, რა თქმა უნდა, აზიანებს. ყურადღების ცენტრში ყოფნის წყურვილით თუ რა სურვილით აკეთებს თუ აფუჭებს ამ ყველაფერს, მის პარტიას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ის მავნებლობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი სასარგებლო იდიოტის როლს ასრულებს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ხალხი თუ ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე”.
სიახლეები
- ,,თვითმმართველობის არჩევნებში „ხალხის ძალა“ წარმოდგენილი იქნება როგორც პარლამენტში, ასევე მუნიციპალურ დონეზე" - გურამ მაჭარაშვილი
- ნარკოტიკების შემოტანა-შენახვა-შეძენა -რეალიზებისთვის 44 პირი დააკავეს
- საფრანგეთში ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს
- ,,პროტესტის გზა და ე.წ. არჩევნების გზა სხვადასხვაა, „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“ არ გამოვა!"- ლევან სანიკიძე
- ,,ყველას გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო"- ილია მეორე