"ეს ომი ევროკავშირმა წააგო - მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს"- ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე
ეს ომი ევროკავშირმა წააგო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ტელეკომპანია М1-სთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც მან რუსეთ-უკრაინის ომსა და მის შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბრიუსელის ნარატივსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირის გაწყვეტილია. ორბანის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი, შესაძლოა, შეეცადოს შედეგის სხვაგვარად შედგენას, სიმართლე აშკარაა და „რეალობამ უკვე იჩინა თავი ბრძოლის ველზე“.
უნგრეთის პრემიერის თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მან ომის პოტენციური დასასრული შეადარა მდგომარეობას, როდესაც „წყლის სიღრმიდან ამოდიხარ და ბოლოს ამოისუნთქებ“.
ორბანის თქმით, დარწმუნებულია, ქვეყნებში პატრიოტული მოძრაობები დაიწყება და დასავლური სამყარო შეიცვლება.
„ბრიუსელი ერთი ნაბიჯით ჩამორჩება; მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს და პატრიოტები გაძლიერდებიან, ახალ სახეს შესძენენ მთელ დასავლურ სამყაროს“, - აღნიშნა ორბანმა.
სიახლეები
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
- 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს