"ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება" - სალომე ზურაბიშვილი
ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი, დემოკრატიული, პოლიტიკური გამოსავალია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, არც პოლარიზაციაზე და არც ხელისუფლებაზე, რომელმაც გადააჭარბა თავის უფლებამოსილებებს. ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი დემოკრატიული პოლიტიკური გამოსავალია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში არსებული ვითარება ევროპასაც ეხება.
„პირველ რიგში, ეს ევროპის მიმართ ნდობას ეხება. ქვეყანა, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპას არ შეუძლია დაუშვას, რომ ამ ქვეყანამ ყველა დემოკრატიული წესი და ნორმა დაარღვიოს, მას შემდეგ, რაც მან ევროკავშირის ჯერ 12 და შემდეგ 9 რეკომენდაცია უარყო ან არ შეასრულა. არ შეიძლება ევროპამ თავს დამცირების უფლება მისცეს, როცა საქმე მის მთავარ პრინციპებს ეხება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს