სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს - მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში საპროტესტო აქციებზე
მაკკეინის ინსტიტუტის მისია 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით თბილისში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მისიაში შედიოდნენ ყოფილი დიპლომატები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან.
მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მისია შეშფოთებულია აზრის მშვიდობიან გამოხატვაში ჩართული მოქალაქეების მიმართ ოფიციალური ძალადობის მასშტაბებითა და სიმძიმით“.
„სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ საშინელ შემთხვევაში, თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მაკკეინის ინსტიტუტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოება კონკრეტული ზომებით დადგეს ქართველი ხალხის გვერდით.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი