"ჩვენ გვსურს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა, სანქციებამდე სხვა ზომებს ვისურვებდი"- ალექსანდერ შალენბერგი
“საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული გზის მხარდაჭერაც გვსურს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სურს ეს გზა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ძალიან შორს არ წავიდეთ და არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ”, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები ყოველთვის დიპლომატიური ანბანის დასასრულია.
„მე არ მინდა კარის დახურვა და საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდების გადაწვა არ მსურს. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული გზის მხარდაჭერაც გვსურს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას სურს ეს გზა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ძალიან შორს არ წავიდეთ და არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ. ამასთან ერთად, ძალადობა, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უბრალოდ მიუღებელია. ასე რომ, მჯერა, რომ გზავნილი აუცილებელია. ჩვენ დღეს განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას დიპლომატებისთვის და შესაძლოა, პერსონალური სანქციები. მე მჯერა, რომ ეს არის გზა, რომელსაც შეგვიძლია, მივდიოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიანობა. მოდით, არ დავხუროთ კარი. ხალხი სხვა რამეს იმსახურებს. სანქციები ნიშნავს, რომ გვაქვს დიალოგის დანაკლისი. ეს ყოველთვის არის დიალოგისა და დიპლომატიის დასასრული. მჯერა, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, უნდა ვისაუბროთ, უნდა დავარწმუნოთ და ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ზოგიერთი ზეწოლის ბერკეტები. სანქციები არის ყოველთვის დიპლომატიური ანბანის დასასრული. მე ვისურვებდი სანქციებამდე სხვა ზომებს“, – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი