,,ვერაფრით დავამშვიდებ მათ, ვინც ჩემი შეხვედრებით ღელავს, მოუწევთ ყურება, რომ მინისტრი ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, ეს არის ჩემი პირველი საქმე"- მაკა ბოჭორიშვილი
ვერაფრით დავამშვიდებ მათ, ვინც ჩემი შეხვედრებით ღელავს. მოუწევთ იმის ყურება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი იმუშავებს, ყველაფერს გააკეთებს, რათა სახელმწიფოს ინტერესები დაიცვას. ეს არის ჩემი პირველი საქმე – კომუნიკაცია და კონტაქტი პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„აღშფოთდნენ, რა გავაკეთოთ? ჩვენ ვერ გავაჩერებთ მუშაობას და ნამდვილად ვერ დავდგებით მათ დღის წესრიგში. მათი დღის წესრიგი არის, რომ საქართველო არ იყოს სახელმწიფო, საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ინსტიტუტები და არ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები, საქართველომ უნდა იაროს სხვის ჭკუაზე და აკეთოს ის, რაც სხვას უნდა. სამწუხაროდ, მათ დღის წესრიგს ვერ გავიზიარებ და მოუწევთ, სხვა დღის წესრიგს უყურონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის გამო ელჩის მიმართ კრიტიკას გამოეხმაურა. ბოჭორიშვილის შეფასებით, წარმოუდგენელია, რომ ელჩმა „კრიტიკა მიიღო არა მარტო ოპოზიციის, არამედ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან“.
„წარმოუდგენელ დღეში ჩააგდეს ეს ადამიანი, რომელიც მოვიდა სამინისტროში. მისი ვალია, ჰქონდეს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მოვიდა შეხვედრაზე და ჩვენ საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. კარგ მდგომარეობაშია თუ ცუდ მდგომარეობაშია ეს ურთიერთობები, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს არის მისი ვალიც და ჩემი ვალიც. წარმოუდგენელია, რომ მან ასეთი კრიტიკა მიიღო არა მარტო ოპოზიციის, არამედ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც, რომლებიც სოციალურ ქსელებში საოცრად აკრიტიკებდნენ. ყველას მოუწევს, რაღაცნაირად უყუროს იმას, რომ საქართველო ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას და საქართველოს ექნება ურთიერთობები პარტნიორებთან. იქნება ეს ელჩის სახით წარმოდგენილი, საგარეო საქმეთა მინისტრებით, თუ სხვა ოფიციალური პირებით. ეს დიალოგი ჩვენ გვჭირდება, მათაც სჭირდებათ და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი