ასეთი უავტორიტეტო პრეზიდენტი საქართველოს არ შეშვენიდა და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომ ასეთი პრეზიდენტი წარვუდგინეთ და ავარჩევინეთ – ეს არასდროს არ განმეორდება მომავალში - ირაკლი ზარქუა
“ასეთი უავტორიტეტო, ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილი პრეზიდენტი საქართველოს არ შეშვენიდა და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს საზოგადოებას, რომ ასეთი პრეზიდენტი წარვუდგინეთ და ავარჩევინეთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს ადეკვატურობა აქვს დაკარგული.
„14 დეკემბერს ჩვენ გვაქვს არჩევნები, სადაც ჩვენს მიერ წარმოდგენილია კანდიდატი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, ღირსეული ქართველი, მაგარი ბიჭი და ზუსტად ვიცით, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, ადეკვატურობა აქვს დაკარგული ქალს. იმდენად კომფორტშია და იმდენად მოეწონა ეს როლი, რომ უკვე თავის თავს აძლევს უფლებას, მეორედ დაარღვიოს კონსტიტუცია. ერთხელ ხომ დაარღვია, რაც დავუმტკიცეთ, მეორედ დაარღვევს და ახლა თუ მოგვიწია მისი გამოყვანა ძალით, მერე ნახეთ თქვენ. ჯერ ხომ იქ შეგვარცხვინა, რომ მიეჭრა ამერიკის პრეზიდენტს. გადარეული იყო ის კაცი, ფეხზეც კი არ წამოუდგა. ასეთი უავტორიტეტო, ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილი პრეზიდენტი საქართველოს არ შეშვენიდა და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს საზოგადოებას, რომ ასეთი პრეზიდენტი წარვუდგინეთ და ავარჩევინეთ. ეს არასდროს არ განმეორდება მომავალში.
მარტივად, ზურაბიშვილს მოუწევს, როგორც ჩამოფრინდა იქიდან ყოველგვარი ადგილობრივი ნიუანსების, ტრადიციების, ღირსების, ადათ-წესების გათვალისწინების გარეშე, აი, ასე დარჩება მარტოსული და ამით გაფრინდება უკან, საიდანაც ჩამოვიდა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს ქალბატონი არასდროს არ ასახავდა საქართველოს სულს, არასდროს არ გამოხატავდა ქართულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ღირსებას და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შეცდომა იქნა დაშვებული, როცა შევარჩიეთ ეს კანდიდატურა. წააგებს და გაჰყვება თავის გზას მადამ მავნებელი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი