"ალეკო ელისაშვილმა თქვა - „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“ - ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი ხარ" -მიხეილ სააკაშვილი
დამამახსოვრდა, ალეკომ, რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში... ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ის ამაყობს თავისი პარტიით, „ნაციონალური მოძრაობით“, რომლის ხუთი ახალგაზრდა წარმომადგენელი დააკავეს.
ამასთან, მისი განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი, რომელიც, სააკაშვილის თქმით, „კაცმა არ იცის, რისთვის დაიჭირეს“.
„ალეკო ელისაშვილი მოიყვანეს „ვივამედში“... დამამახსოვრდა, ალეკომ, რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში... ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი და ასეთი დაჭერის მსხვერპლი.
ნახეთ, რა კომპრომატებს და ცირკებს დგამენ - კეზერაშვილების სახლებში ჩხრეკა, სადაც მრავალი წელია არ ცხოვრობს. ეს ხომ ჩვეულებრივი პროპაგანდის ტრიუკია, იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ძირითადი ბრძოლისგან და ძირითადი ბრძოლა ხართ თქვენ, ძირითადი შიში აქვთ თქვენი, თქვენ ხართ ახლა წამყვანი ყველა ასაკის ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ყველა დემონსტრანტი ვინც აქციაზე დგას, ძალიან კარგად იძლევა ინტერვიუს ინგლისურად, რის გამოც, გული სიყვარულით ევსება.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი