"მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
„მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება. ეს არის რეალობა. ყველაფერი დანარჩენი არის უბრალოდ სიყალბე, რასაც შეგნებულად ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ევროკავშირის ელჩიც კი შეუერთდა ამ დეზინფორმაციულ კამპანიას. ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დღეს საუბარი მქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვა საკითხებთან ერთად, და დღეს დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება, შესაბამისი დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს