“ღიად, ურცხვად, ქუჩაში მიმდინარეობს ბავშვების გამოყენება პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის” – თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი საპროტესტო აქციებზე არასრულწლოვნების მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ბავშვებს პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის იყენებენ.
“2012 წლის ბოლო ან 2013 წლის დასაწყისი.
საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი მობრძანდა იუსტიციის სამინისტროში ახალი მინისტრის გასაცნობად. მან კარგად ისაუბრა ორგანიზაციის მისიასა და მიზნებზე, მომეწონა.
პასუხად ვკითხე, თუ რატომ არ ჰქონდა ორგანიზაციას არც ერთი განცხადება გაკეთებული ან ნაბიჯი გადადგმული, როცა “ნაცების” რეჟიმმა ბავშვებით გადაავსო ციხეები და არაადამიანურად ეპყრობოდა მათ. პასუხი: ციხის სისტემა დახურული იყო ჩვენთვის და შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდითო. ეს შავი ლაქაა თქვენს საქმიანობაში საქართველოში-მეთქი და მის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ არ მიპასუხა და თავი ჩაღუნა.
ახლა, ღიად, ურცხვად, ქუჩაში მიმდინარეობს ბავშვების გამოყენება პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის. ახლაც არ იცით?”, – წერს წულუკიანი.
სიახლეები
- “ჩვენი ამოცანა არის ცხადი – ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება” - ირაკლი კობახიძე
- „ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მერობის კანდიდატად „იმედის“ ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წარადგინა
- “ვლადიმერ პუტინს ვეტყვი, რომ ომი უნდა დაასრულოს - რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის - პირველ ორ წუთში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა” - დონალდ ტრამპი
- პრემიერმა 63 მუნიციპალიტეტის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები წარადგინა
- გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება