"ევროპელი პოლიტიკოსების, თუ დიპლომატების მიერ ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად წარმოჩენა მხოლოდ ახალისებს აქციის მონაწილეთა ახალ ძალადობას"
ევროპელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების მიერ ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად წარმოჩენა მხოლოდ ახალისებს აქციის მონაწილეთა ახალ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მსურს, აღვნიშნო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადება, სადაც, როგორც იქნა, დავინახეთ მოწოდება დემონსტრანტების მიმართ, რომ შეინარჩუნონ აქციის მშვიდობიანი ხასიათი. ეს მცირე ნიშანი ერთგვარად დამაიმედებელია, რომ უახლოეს მომავალში დავინახავთ ევროპელი აქტორების მიერ გაზიარებულ იმავე პოზიციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება საქართველოში დაცულია.
„ნებისმიერი მასშტაბისა და ნებისმიერი ხანგრძლივობის აქცია და პროტესტი დაცულია კანონით, თუკი იგი ატარებს მშვიდობიან ხასიათს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი