"მმართველ პარტიას აწუხებს, რომ პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია" - სალომე ზურაბიშვილი
ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას ისაა, რომ ეს პროტესტი და ყველაფერი დანარჩენი, კონსტიტუციურ ჩარჩოებშია - სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს, მათ შორის „ევროპული მომავლის შენელების თაობაზე ბოლო გადაწყვეტილებით“.
„ჩვენ, საზოგადოება, თავის სამოქალაქო წამოწყებებით, ქუჩის პროტესტი და ყველანაირი ქმედება კონსტიტუციის მხარესაა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ვიცავთ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ მომავალს. სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის, არღვევს კონსტიტუციას, თუნდაც თავისი ბოლო გადაწყვეტილებით, რომ შეაჩეროს, თუ როგორ ვთქვათ, შეანელოს ჩვენი ევროპული მომავალი, როდესაც კონსტიტუციაში პირდაპირ უწერია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია, ყველა ძალისხმევა მიმართოს იმისკენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ და არა შევაჩეროთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია
- "პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა" - შსს
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს