" გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ – ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც აშანტაჟებ ხალხს, ეს კატეგორიულად მიუღებელია"- კახა კალაძე
თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროკავშირს მოუწოდა, თუ მოლაპარაკებების გახსნა სურთ, გახსნან.
„აქ ვართ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ასევე – დედაქალაქის მერი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ – ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც აშანტაჟებ ხალხს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, დააშანტაჟოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ყველას მოგიწევთ შეგუება, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო არის სამშობლო და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და წარსულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე