უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის სამიზნე ისევ ენერგოობიექტებია
რუსეთმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა ენერგოობიექტებზე. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იუწყება.
რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა 28 ნოემბერს, დილიდან დაიწყო.
ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანია „უკრენერგო“ იძულებული გახდა, დაუყოვნებლივ მიემართა ენერგომომარაგების შეწყვეტის საგანგებო რეჟიმისთვის.
დღევანდელი მასირებული შეტევის კონკრეტული შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მურმანსკის ოლქიდან უკრაინისკენ დაიძრა ტუ-95მს ტიპის შვიდი ბომბდამშენი, შავი ზღვიდან კი ფრთოსანი რაკეტების გამოშვებაა დაფიქსირებული. მოგვიანებით, საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ შეტევა დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებითაც.
სიახლეები
- “აუცილებლად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს” - გიორგი ვოლსკი
- ,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს” – გარემოს სააგენტო
- დღეს დიდგორობაა
- “საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს” - კახა კალაძე
- “"ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია, საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ” - ნიკა გვარამია