"ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
“ჩვენი პოზიცია ნათელია, ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, თუმცა როგორც უკვე ვხედავთ, სამწუხაროდ, ეს არ იქნა გათვალისწინებული და ვერ მოხერხდა”, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატების შესაძლო ჩახსნის საკითხს გამოეხმაურა.
“ამიტომ, იქნება ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. “კოალიცია ძლიერი საქართველო“ ყოველთვის არის მკაფიო, პირდაპირი და თამამი საკუთარ განცხადებებში. პირველ საათზე მოისმენთ სწორედ ასეთ განცხადებას“, – განმარტა კუპრაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე