"საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე
„თუკი ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ მანდატების დატოვების საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ოპოზიცია მანდატებს დათმობს თუ არა, მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, საბოლოოდ ისინი პარლამენტში მაინც შევლენ.
„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებას ვისმენთ. მე ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან ჩვეულებრივი კამპანია და კეკლუცია თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. თუმცა, საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში. დღეს, ამაზე საუბარი საინტერესო არ არის. ვფიქრობ, რომ სხვა უფრო ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, უამრავი დაპირებაა ჩვენი მხრიდან გაცემული, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. თუ რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში – შევლენ თუ არა პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ისევ და ისევ მათთვის და მათი არსებობისთვის, თუკი ამ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი