,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს” – შალვა პაპუაშვილი
,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
,,რაც შეეხება პარლამენტს და პარლამენტის კონფიგურაციას, ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც პარლამენტს წარმოუდგება. თქვენ ნახეთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებს გაუძღვებიან. აქედანვე შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება კომიტეტების თავმჯდომარეების. დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე სხვა საპარლამენტო თანამდებობებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი