,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა გამოგონილ ნორმებზე”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
,,სალომე ზურაბიშვილს თავი ჰგონია ფარაონი. ის ყველაფერს ფლობს და ყველაფერი იცის. ამიტომ არავის აზრს არ ითვალისწინებს და დაწერა ეს საკონსტიტუციო სარჩელი. ბოლო დღეები აქვს და შეიძლება ამიტომაც არის აგონიაში და ასეთი ტიპის უსაფუძვლო საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა სასამართლოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. პრეზიდენტი ფარულობისა და საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას დავობს.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი