"ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ. მაიდანი" - გიორგი გამსახურდია – ოპოზიციაზე
“მოკლედ, ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ ის კარგი და მაგარი ადამიანი, ფსევდოლიბერალების რისხვა და მეხი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ. მაიდანი. ასევე ფული აქვთ ამ მავნებლობაში აღებული და დამფინანსებლებს უნდათ აჩვენონ რაიმე კონკრეტული შედეგი”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
ის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
„მოკლედ, ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ ის კარგი და მაგარი ადამიანი, ფსევდოლიბერალების რისხვა და მეხი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ. მაიდანი. ასევე ფული აქვთ ამ მავნებლობაში აღებული და დამფინანსებლებს უნდათ აჩვენონ რაიმე კონკრეტული შედეგი.
მიდიან პოლიციის დისკრედიტაციაზე, ჟურნალისტებს ესხმიან თავს და ა.შ. ჩვენ გვმართებს თავისთავად რკინისებრი მოთმინება, მაგრამ გავლენ თუ არა კანონის ჩარჩოდან, მთელი სიმკაცრით უნდა გავცეთ პასუხი ამ მართლა ორკებს.
P.S. ზოგი ქალაჩუნა და უნიათო, საჯარო მოხელის შვილებიც იმყოფებიან აქციაზე, აქტიურობენ, კადრულობენ უამრავ სიბინძურეს და ა.შ.
ჩემი აზრით, უნდა დადგეს მსგავსი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი, კაცი რომ ოჯახს ვერ აქცევს ყურადღებას, სამინისტროს და უწყებას ვერ მიხედავს.თან, საერთაშორისო არენაზე”, – წერს გიორგი გამსახურდია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე