საია სასამართლოსგან არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კვლავ განაგრძობს სამართლებრივ დავას 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საია ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით და ითხოვს ცესკოს მიერ მიღებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
"საია საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე ბრძოლას აგრძელებს. ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია. ეს უფლება დემოკრატიული პროცესების საფუძველია, მისი უგულებელყოფა კი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას არღვევს", - წერია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ 18 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე