"პერსონალური თავდასხმები ცხადყოფს იმას, რომ რეალური ბრალდებები არ არსებობს"- გიორგი კალანდარიშვილი
“პერსონალური თავდასხმები, ეს იქნება ოჯახში მისვლა, იქნება ეს გამოხატული სხვადასხვა აქციებითა თუ გარკვეული წარწერების გაკეთებით, ცხადყოფს იმას, რომ რეალური ბრალდებები არ არსებობს, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებადი”, – ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მის სახლთან გამართულ აქციას.
„ამ ზეწოლის და თავდასხმების გამო, რა თქმა უნდა უარს არ ვიტყვით გამჭვირვალე და ღია საქმიანობაზე, არ ვიტყვით უარს სიმართლეზე და გავაგრძელებთ საქმიანობას, რომ საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ ინფორმირებულები ყველა იმ საარჩევნო საკითხზე, რომელიც განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ პერიოდში განვითარდა“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი