"საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრების მიზანია, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს ნგრევის პროცესში ჩართავენ" - გიორგი ვოლსკი
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.
„ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ვისაც ესმის, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრება არის ერთადერთი მიზნისთვის დაგეგმილი, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს ნგრევის პროცესში ჩართავენ. ეს სწორედ შედეგია იმისა, რაც ბათუმის უნივერსიტეტში მოხდა. აბსოლუტურად გარეშე პირები შემოდიან და სტუდენტების სახელით ცდილობენ დესტრუქციული პროცესების განვითარებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნების შედეგების გაუქმებას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს