,,მმართველი გუნდის მხრიდან საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემულია ყველა მტკიცებულება"- ნინო წილოსანი
,,ოპოზიცია არათუ მტკიცებულებებს არ წარადგენს პროკურატურაში, არამედ სიტყვიერადაც კი ვერ აჯერებს საკუთარ ამომრჩეველს (არჩევნების გაყალბებას) – მილევად რეჟიმშია თუნდაც ის მუხტი, რომელიც ამ აქციების პროცესში აქვთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემულია ყველა მტკიცებულება, როგორ ცდილობდა ოპოზიცია, “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლება წაერთმია.
,,ყველა მტკიცებულება მაგიდაზეა და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სამართალდამცავებისგან”, – აღნიშნა წილოსანმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე