“ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ” – მიხაილ როთი
“მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები – ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ”, – ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როთის თქმით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ისინი უცხოური დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
“მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ დამოკიდებულ გამოძიებას. ეს არის ერთადერთი შანსი, აღდგეს ნდობა“, – განაცხადა როთმა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე