"ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია"- გიორგი სანტურიანი
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
„თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წალკის და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 30 საარჩევნო უბნის შედეგი ბათილად იქნა ცნობილი იმ მოტივით, რომ შესაძლოა, ამომრჩევლის ფარულობის პრინციპი დარღვეულიყო. გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დღესვე გაასაჩივრებს შესაბამის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას ის, რომ არც განხილვის შედეგად, არც საჩივრების ეტაპზე, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ მოხდა კონკრეტული ამომრჩევლის მიერ მის მიერ მიცემული ხმის გამჟღავნება. ფარულობის პრინციპი სრულად უზრუნველყოფილი იყო. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი