“როგორც სომხური საექსპერტო საზოგადოების წევრს, არ მომწონს სალომე ზურაბიშვილის საუბრის სტილი, რომლის თანახმადაც საქართველოში არჩევნები „სომხური კარუსელის“ მეშვეობით გაყალბდა” – სოსი ტატიკიანი
“როგორც სომხური საექსპერტო საზოგადოების წევრს, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უჭერს მხარს, არ მომწონს სალომე ზურაბიშვილის საუბრის სტილი, რომლის თანახმადაც საქართველოში არჩევნები „სომხური კარუსელის“ მეშვეობით გაყალბდა”, – ამის შესახებ ექსპერტი სომხეთიდან, სოსი ტატიკიანი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები „სომხური კარუსელის“ მეშვეობით გაყალბდა.
“ასეთ კარუსელებზე უარი ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს ვთქვით. საჭირო არ არის განტევების ვაცის ძებნა“, – წერს ექსპერტი X-ზე.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე