“ამ ფაშისტებს ჰგონიათ, ფეხბურთელებს დააბულინგებენ; მინდა, ჩვენს სპორტსმენებს მადლობა გადავუხადო პატრიოტიზმისთვის” – წილოსანი
“ამ ფაშისტებს ჰგონიათ, ფეხბურთელებს და სპორტსმენებს დააბულინგებენ. რეალურად კი, ამხელა სპორტული ჯახები რომ გაქვს გადატანილი ადამიანს – ჟორჟოლიანებმა, დიღმელაშვილებმა და ელისაშვილებმა რა უნდა დაგაკლონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის მონაწილეობას ეხმაურება.
“ახლა ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასდროს, ყველა თავისი მოყვარე ადამიანი სჭირდება. მინდა, ჩვენს სპორტსმენებს მადლობა გადავუხადო პატრიოტიზმისთვის”, – წერს წილოსანი.
სიახლეები
- ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
- “„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის - ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს” - ლევან სანიკიძე
- “დავაკავეთ თურქეთის 12 მოქალაქე - ისინი წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ” - შსს
- საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში პუტინის ჩასვლას გააპროტესტებენ