"მოქალაქეები ხედავენ, რა დღეშია და ვის ხელშია ქვეყანა "- გახარია ივანიშვილზე
პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია მუქარად აღიქვამს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მისი და მისი თანაგუნდელების გასამართლებაზე. გახარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ყოფილ თანაგუნდელს სასოწარკვეთილი და შეშინებული უწოდა.
„მე არც გავცემ პასუხს, ეს პირდაპირ აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს, რა დღეშია და ვის ხელშია ქვეყანა... რატომ იყო ეს ღია თავდასხმა ჩვენზე?! ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც დაამარცხებს "ოცნებას" ისე, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ და არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში. შიში, სახეზე დააკვირდით...
ბიძინა ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ ყველა ხმა და ადამიანი მას ეკუთვნის, როგორც კერძო საკუთრებას, ასე უყურებს. ბიძინა თვლის, რომ ყველა ფული მისი ფულია და ყველა ხმა მისია. და თუ მას ხმას არ აძლევ, ხალხის მოღალატე ხარ“, - თქვა გიორგი გახარიამ.
გუშინ, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა პარტიის, „საქართველოსთვის“, ლიდერს „გარეწარი“ უწოდა და თქვა, რომ მის გასასამართლებლად „სასამართლოს დონეზე აქვთ დოკუმენტები დალაგებული“.
სიახლეები
- ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
- “„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის - ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს” - ლევან სანიკიძე
- “დავაკავეთ თურქეთის 12 მოქალაქე - ისინი წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ” - შსს
- საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში პუტინის ჩასვლას გააპროტესტებენ